ირაკლი კობახიძე: "უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პოლიტიკური გამოცდილება უნდა ჰქონდეს"
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პოლიტიკური გამოცდილება უნდა ჰქონდეს. მას პოლიტიკურ პროცესებთან საკუთარი ჩამოყალიბებული შეხედულებები უნდა ჰქონდეს. აღნიშნულზე ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საინფორმაციო - ანალიტიკურ პორტალ "კვირას" პრესკლუბში ისაუბრა.
"უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე აპოლიტიკური ადამიანი არ უნდა იყოს. მიზანშეწონილი იქნება, რომ მას პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდეს. მას პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით თავისი ჩამოყალიბებული შეხედულებები უნდა ჰქონდეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან და პოლიტიკურ ორგანიზაციასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ახალი თავმჯდომარე დიდი გამოცდილების წინაშე იქნება, მას ხვდება სისტემა, რომელშიც ძალიან ბევრი პრობლემაა. მას მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულ თემებზე არ მოუწევს მუშაობა, ბევრი სირთულეა. არიან ადამიანები, რომლებიც პრობლემების შექმნას შეეცდებიან. აქედან გამომდინარე, უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს რესურსი იმისა, რომ თვისობრივად შეცვალოს სასამართლო სისტემაში ის, რისი შეცვლის აუცილებლობაც არსებობს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.