სოზარ სუბარი: საქართველოში 500-მდე უკრაინელი ლტოლვილია, მათ თავშესაფარს დაჩქარებული წესით მისცემენ

სოზარ სუბარი: საქართველოში 500-მდე უკრაინელი ლტოლვილია, მათ თავშესაფარს დაჩქარებული წესით მისცემენ

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს თავშესაფარს დაჩქარებული წესით მისცემენ.



"ამ წუთში საქართველოში არის 500-მდე ლტოლვილობის სტატუსის და თავშესაფრის მაძიებელი პირი უკრაინიდან და ჩვენ ვაპირებთ, რომ გამარტივებულად, ძალიან დაჩქარებულად მივცეთ მათ საქართველოში თავშესაფარი, რის შესახებაც მივაწოდე საქართველოს მთავრობას ინფორმაცია. საქართველო არის იმ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ყველაზე დიდ დახმარებას უწევს უკრაინას სამედიცინო კუთხით იქნება, თუ სხვა კუთხით",- განაცხადა სუბარმა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: