დავით ნარმანია ზემო ვეძისის დასახლებაში დასუფთავების სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი დავით ნარმანია ზემო ვეძისის დასახლებაში დასუფთავების სამუშაოებს გაეცნო.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დანაგვიანებული ტერიტორიებიდან და ყველა სამშენებლო ნარჩენი გლდანში, შემოვლითი გზის მიმდებარედ განთავსდება. თბილისის მერი მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან კანონი და სამშენებლო ნარჩენი განათავსონ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე.
"გარდა ამისა, მოვუწოდებ ყველას, ნუ ენდობიან ცალკეულ ინდივიდუალურ პირებს, რომლებმაც შემოღობეს ტერიტორიები და ცდილობენ თვითნებურად დაადგინონ გარკვეული მოსაკრებელი და მისცენ ადამიანებს იქ სამშენებლო ნარჩენის განთავსების უფლება. ერთადერთი უწყება, რომელსაც თბილისში სამშენებლო ნარჩენის განთავსებაზე თანხმობის გაცემა შეუძლია, ეს არის "თბილსერვის ჯგუფი". ყველა სხვა შემთხვევა არის უკანონო", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ზემო ვეძისის დასახლებაში არსებული სასაფლაოს მიმდებარე ფერდობისა და ხევის გარდა, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა თბილისის ზღვაზე მდებარე სასაფლაოს ტერიტორია და მის გარშემო ფერდობები, ასევე ვერეს ხეობა.