სკოლა-ლიცეუმი "ცოდნა"
სკოლა-ლიცეუმი "ცოდნა", რომლის დირექტორი ქალბატონი ნაზი ნადირაძეა, 1995 წელს დაარსდა, 2015 წლის სექტემბერში კი 20 წლის იუბილეს იზეიმებს. "ცოდნა" წარმატებით მონაწილეობს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში, მათ შორის, 2014 წლის "ეტალონის" გამარჯვებულია. სკოლაში ქართული და ინგლისური ენები, აგრეთვე, მათემატიკა გაძლიერებულად ისწავლება. ფუნქციონირებს წრეები, მათ შორის, ქართული ხალხური სიმღერების შემსწავლელი წრე "შავლეგო" უფასოა. სკოლას ჰყავს 2014 წლის ორი ოქროს მედალოსანი. "ცოდნა" უამრავ ცნობილ ადამიანს მასპინძლობს, ასევე, სისტემატურად ეხმარება შეჭირვებულებს. ამ სკოლაში ბავშვები თავს წარმატებულად, ლაღად და დაცულად გრძნობენ. თავიანთი გრძნობები კი სავიზიტო ბარათად ქცეულ ჰიმნში ააჟღერეს.