ვაჟა ოთარაშვილი: სახელმწიფო სტრუქტურები ნაციონალური სექტისგან უნდა გაიწმინდოს

ვაჟა ოთარაშვილი: სახელმწიფო სტრუქტურები ნაციონალური სექტისგან უნდა გაიწმინდოს

საზოგადოებამ არაერთგვაროვნად შეაფასა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა,ბევრი მისგან უფრო გამამხნევებელ განცხადებებს ელოდა, თქვენ რა კომენტარს გააკეთებთ?

 -ვფიქრობ, ქართველი ხალხი კერპთაყვანისცემლობის ეპოქიდან გადავიდა სკამთაყვანისმცემლობის ეპოქაში. ხალხი საშველად უხმობს: რუსეთს, ამერიკას, ივანიშვილს, სააკაშვილს და ა.შ... უფალს რატომღაც არავინ ევედრება გადარჩენას . ქართველი ხალხი ისე მასიურად რომ ლოცულობდეს , ევედრებოდეს გადარჩენას უფალს: როგორც ტელევიზორთან, კომპიუტერთან ვზივართ _ვისაც არ უნდა გაეღიმოს , საქართველოს ეშველებოდა. სამწუხაროდ ხალხი უფალს დაშორდა და რასაც ვიღებთ ნამდვილად ვიმსახურებთ.  გრიგოლ ხანძთელის , დავით აღმაშენებლის, არსენ იყალთოელის , ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში კერპად ვაქციეთ ჩვეულებრივ პოლიტ და ბიზნეს მოკვდავები.

საზოგადოება განსაკუთრებით გააღიზიანა ივანიშვილის შეფასებამ ლარის კურსთან დაკავშირებით, ბევრმა მისი სიტყვები დაცინვად აღიქვა..

-მიმაჩნია რომ ხელოვნურად მიმდინარეობს ქართველი ერის სავალუტო დამონების პროცესი. მარტივი ფორმულაა; მაშინ მყარდება ეროვნული ვალუტა, როდესაც ეროვნული წარმოება მუშაობს. ხალხის კუთვნილი ეროვნული სიმდიდრე რომელიც კონსტიტუციურად ეკუთვნის მთელ ერს. მაგალითად ბორჯომის ქარხანა, კასპისა და რუსთავის ქარხნები, ჭიათურ-მანგანუმი და ა.შ.  ქართველ ხალხს წაართვეს და ეს სიმდიდრე  ჩაედინება ცალკეული პიროვნებების ჯიბეში. ძალიან ძნელია რომელიმე მილიარდელმა გაიგოს უბრალო პენსიონერის, მასწავლების გაჭირვება, რამეთუ როგორც აქლემი ვერ გაეტევა ნემსის  ყუნწში ისე მდიდარი ვერ შევა სასუფეველში. ეს არის მსოფლიო ფულიანი მაგნატების, გაჭირვებული მასების სამართავად, ეს არის ფინანსური
ხელბორკილის დადება მოსახლეობაზე.

თქვენის აზრით როგორ განვითარდება ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები, მოსალოდნელია თუ არა ბიძინა ივანიშვილის განცხადებებიდან გამომდინარე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და შეიცვლება თუ არა პოლიტიკური კონფიგურაცია პარლამენტში?

-უპირველესი ნაკლი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას გააჩნია, ეს არის არაპროფესიონალიზმი, არაკომპეტენტურობა და საკუთარი ხალხის გაჭირვების არ დანახვა. დღევანდელ ხელისუფლებას, ისევე როგორც ნაციონალურ მოძრაობის ხროვას ეროვნული ღირსების გრძნობა არ გააჩნიათ. საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის უმაღლესი საჯარო მოხელეთა მანტია არგუნა უფალმა. საზოგადოების მოთხოვნაა აღდგეს სამართლიანობა, დაისაჯონ დამნაშავეები სააკაშვილის პოლიტიკური სექტიდან, გაიწმინდოს ძალოვანი სტრუქტურები ნაციონალური ზონდერებისგან, გამოძიებული იქნას ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდების  საქმე, იურა ვაზაგაშვილის მკვლელობა. ისევ ვუბრუნდები ივანიშვილის ინტერვიუს სადაც ცალსახად ჩანს მის მიერ დაშვებული ლაფსუსები, ერთ შედარებას მოვიყვან მსოფლიო ფერხბურთის მეფედ წოდებულ პელეს, რომელიც უდავოდ დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ბრაზილიის
მწვრთნელად ვერ გაამართლა და პოსტი დატოვა. ამიტომ როდესაც ივანიშვილი „გვტენის’’ თბილისის მერს დავით ნარმანიას, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრად მისი ყოფილი დაცვის უფროსი ინიშნება რომელსაც ფისკულტურის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. აღარაფერს ვამბობ მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნას პირადი გარემოცვიდან. ელდარ შენგელაიას ცნობილი ფილმისა არ იყოს ამ ცოდნით ეს მთავრობა ვერ გაფრინდება.  რაც შეეხება იმაზე საუბარს, რომ თებერვლიდან დაიწყება სამრთლიანობის აღდგენა ეს არის სრული ფარსი და ბლეფი. დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, ეს არის ხელისუფლების დადგმული კიდევ ერთი ტრიუკი. მე როგორც პოეტს ერთი სიტყვისაც არ მჯერა ეს არის დროის გაყვანის ერთგვარი ტაკტიკა. ქართული საზოგადოება  უნდა გაერთიანდეს ქრისტეში ერთი იდეის გარშემო გადავარჩინოთ საქართველო. ჩემი აზრით, სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რათა პატრიოტულმა ძალებმა შეძლონ ხელისუფლებაში მოსვლა.

როგორ ფიქრობთ ივანიშვილის გამოსვლამ კიდევ უფრო ხომ არ შეამცირა მისი რეიტინგი?

-ისევ დავუბრუნდები პირველ კითხვას: ზოგი ეთაყვანება სააკაშვილს, ზოგი ივანიშვილს, ზოგს კი კომუნისტური წყობა და მჟავანაძე ენატრება. ჭკუას მოუხმოთ ქართველებო, უფალს შევთხოვოთ გადარჩენა.

 

ესაუბრა გიორგი მოსიაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: