მანანა ნაჭყებია: "ბატონო ბიძინა, არც იოცნებოთ"

მანანა ნაჭყებია: "ბატონო ბიძინა,  არც იოცნებოთ"

"ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკურმა მდივანმა , მანანა ნაჭყებიამ   "ივერიონის" პრესკლუბში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ შეაფასა.

მანანა ნჭყებიას თქმით,  ბიძინა ივანიშვილი  ხალხის მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს.
"ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში არსად იყო ნახსენები ხალხის გაჭირვება, მათი პრობლემები. როგორც ჩანს ის, მართლა დარწმუნებულია, რომ  ხალხი კარგად  ცხოვრობს, "ბანკის" ან სპეციალისტის დაქირავება გვირჩია ლარის კურსის გამო შექმნილი  პრობლემების გამო, ფინანსების მართვის სფეროში ცოდნის გაღრმავებისკენ მოგვიწოდა, მაშინ როცა მოსახლეობის  უდიდეს ნაწილს სამართავი არაფერი აქვს: თვიდან თვემდე  ძლივს ყოფნის მწირი შემოსავალი, ხშირად მაბარებენ  გაჭირვებული ადამიანები, პენსიონრები, გარემოვაჭრეები, იქნებ ხმა მიაწვდინოთ, რომ ჩვენთვის  არაფერი შეცვლილა, უკიდურეს სიღარიბეში ვართ ისევო. მაგრამ როგორ გინდა ეს გააგებინო  მთავრობას, ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, რომელიც  როგორც ამ ინტერვიუდან კარგად გამოჩნდა, ხალხის მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს.
 აქედან გამომდინარე არც არის გასაკვირი, რომ მას ჰგონია, დღევანდელი ხელისუფლების პრობლემა მხოლოდ ე.წ  პიარია. ანუ, შედეგები გვაქვს,  ოღონდ ვერ ვაპიარებთ და ამიტომ გადაწყვიტა თავის თავზე აიღოს ხელისუფლების  საქმიანობის პიარი. ეს, როგორც ჩანს მრჩეველების გავლენაა. დაანონსებული გადაცემაც, დოკუმენტური ფილმები და სერიალები სწორედ  ამას უნდა მოემსახუროს. მაგრამ ნუთუ ვერ ხვდება ეს ადამიანი, რომ წინააღმდეგობაში ვარდება? თუ ტენდენციური ტელევიზია "რუსთავი2" არ ვარგა, რომელიც  ნაცმოძრაობის ინტერესებს ემსახურება, რატომ იქნება კარგი ის ტელევიზია, რომელიც ქართული ოცნების პიარით კავდება"?-აღნიშნა ნაჭყებიამ 
მისი  განცხადებით, თუკი ივანიშვილი არ მართავს ქვეყანას, როგორ მოხვდა, რომ  მთავრობამ არ იცის უკანონოდ ქონებაჩამორთმეულთა კომპენსირება თებერვლიდან რომ იწყება.
"თავის ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი კი ამტკიცებს მე  არ ვმართავ ქვეყანას, ჩემი " ჭარბი ავტორიტეტი" განაპირობებს, რომ მთავრობა ჩემს აზრს  ითვალისწინებსო, მაგრამ ფაქტი სახეზეა. იქნებ აგვიხსნას ბატონმა ბიძინამ, როგორ მოხდა, რომ მთავრობამ არაფერი  იცის უკანონოდ ქონებაჩამორთმეულთა კომპენსირება რომ იწყება თებერვლიდან. დარწმუნებული ვარ იმავე საღამოს პრემიერ-მინისტრისთვის, ან ნებისმიერი მინისტრისთვის რომ გეკითხა, ვერაფერს გიპასუხებდა.

 კომპენსირების ერთადერთი  ლეგიტიმური გზაა ეს თანხები ბიუჯეტში იყოს ჩადებული და იქიდან გავიდეს. ასეთი თანხა, მითუმეტეს, მილიარდი, ბიუჯეტშ არ დევს. მაშ საიდან მოხდება მისი გაცემა? კეთილი ბიძები გამოჩდნენ? ღმერთმა ქნას, მაგრამ მე ამის ნაკლებად მჯერა"

"ძალიან მნიშვნელოვანია და სახიფათოც ის რომ ბიძინა ივანიშვილი  ვერ ხედავს პროკურატურის, მთლიანად ძალოვანი  უწყებების რეფორმირების აუცილებლობას, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ახალმა შს მინისტრმა თავი შეიკავა  ამ თემაზე კომენტარისგან, როცა მას შსს-ს რეფორმაზე ჰკითხეს, არადა, ფაქტია, რომ სისტემურად უნდა მოგვარდეს პროკურატურის, შს და უშიშროების ორგანოების პრობლემა და რაც მთავარია, იყოს ამის პოლიტიკური ნება"აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ.
  ვინ დაიჯერებს, რომ ის და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია თავის ამოცანას მთავრობის კრიტიკაში და კონტროლში ხედავს, როცა ის პირიქით, სწორედ მათი კრიტიკით არის დაკავებული? აცხადება ნაჭყებია.
" ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა აკონტროლოს ხელისუფლება და მე ამით უნდა დავკავდე, ჩემს როლს იმაში ვხედავო. კი მაგრამ ვინ უნდა აკონტროლოს თუ არა არასამთავრობო სექტორმა,  მედიამ და პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც რეალურად ოპოზიციაში არიან. სამივე ეს სძულს ბატონ ბიძინას იმის გამო, რომ აკრიტიკებენ მის მთავრობას. არც მალავს ამას და საჯაროდ (საკარად) გამოხატავს, ემუქრება კიდევაც, კარგად შევისწავლით ვინც ხართ და გამოგააშკარავებთო.
  ვინ დაიჯერებს, რომ ის და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია თავის ამოცანას მთავრობის კრიტიკაში და კონტროლში ხედავს, როცა ის პირიქით, სწორედ მათი კრიტიკით არის დაკავებული, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. ამ შემთხვევაში ის სამ  არასამთავრობო ორგანიზაციას ვგულისხმობ, რომლებიც მისი კრიტიკის სამიზნე გახდნენ",- განაცხადა ნაჭყებიამ.

მე გუშინ მივმართე ფეისბუქის საშუალებით ბატონ ბიძინას და ვუთხარი, არ გამოვა ეგ საქმე, არც იოცნებოთ მეთქი. დიახ, არც იოცნებოთ, იმიტომ, რომ  თავისუფალი მედია, არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციური აზრის არსებობა  ქვეყანაში ჩვენი მონაპოვარია და ამას არ დავთმობთ",- აცხადება ნაჭყებია 


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: