ზუგდიდში ბაჩო ახალაის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
ზუგდიდში, პროკურატურის შენობასთან ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის ახალაიას მეზობლები. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ბაჩო ახალაია პოლიტპატიმარია.
აქციის მონაწილეებს აცვიათ თეთრი მაისურები წარწერი თ-"დღეს მეც ბაჩო ახალაია ვარ ".
აქციაზე ინციდენტიც მოხდა. ერთ-ერთმა ქალმა პროკურატურაში როლანდ ახალაიას წინააღმდეგ განცხადება შეიტანა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როლანდ ახალაიამ მას ქონება უკანონოდ ჩამოართვა.
აქციის მონაწილეებმა ეს ქალი პროვოკაციაში დაადანაშაულეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.