ყვარელი-ლაგოდეხის მაგისტრალზე ავტოავარია მოხდა.
კახეთში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. მაღალი სიჩქარით მიმავალმა ჯიპის მარკის ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი გზიდან გადავარდა.
ავტომობილი რამდენჯერმე ამობრუნდა, რის შედეგადაც მძღოლი, 35 წლის თემურ დემინაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმედ არიან დაშავებულნი ავტომანქანაში მსხდომი ორი მგზავრი ალა დათუკიშვილი და ნანა წიწრიაშვილი. მათ მრავლობითი სახის მოტეხილობები აღენიშნებათ და გადაყვანილნი არიან ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს კრიმინალისტებმა.მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.