შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ბ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბორჯომში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გლუვლულიანი სანადირო თოფი 81 საბრძოლო ვაზნით, "ვალტერი"-ს სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 4 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.