საგაზაფხლო სესია 3 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება
საგაზაფხლო სესია 3 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება. მომავალ კვირასვე პარლამენტის პლენარული სხდოომები გაიმართება.
ცნობილია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც პარლამენტს აგდაწყვეტილებების მიღება მოუწევს.
პარლამენტი სავარაუდოდ, სწორედ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში აირჩევს უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს და მასთან ერთად, ორ მოსამართლეს.
რაც შეეხება კანონპროექტებს, პარლამენტში განსახილველად წარდგენილია 41 პროექტისგან შემდგარი პაკეტი, რომელიც პენიტენციური სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს. დღის წევრიგში დგას ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიღების საკითხი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ყიდვას ეხება.