ირმა ჭკადუა: გამოძიებას იური ვაზაგაშვილის საქმეზე სერიოზული ოპერატიული ინფორმაცია აქვს

ირმა ჭკადუა: გამოძიებას იური ვაზაგაშვილის საქმეზე სერიოზული  ოპერატიული ინფორმაცია აქვს

როგორც ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, გამოძიებას იური ვაზაგაშვილის საქმეზე სერიოზული  ოპერატიული ინფორმაცია აქვს.


"გვაქვს გარკვეული სიახლეები.  აქვთ ძალიან სერიოზული  ოპერატიული ინფორმაცია და მიმდინარეობს ამ ოპერატიული ინფორმაციის დამუშავება.
რაც შეეხება შუალედურ დასკვნას, მე მირჩევნია, რომ  შუალედური დასკვნა არ იყოს ჰაერზე ნათქვამი, რასაც იტყვიან, ეფუძნებოდეს არგუმენტებს. ეს ის მასალაა, რომლის დამუშავების შემდგომაც, ალბათ, გარკვეულ კონკრეტიზაციამდე მივლენ," - განაცხადა  ირმა ჭკადუამ.

დაცვის მხარე დღეს პროკურატურაში მორიგ შეხვედრას გამართავს .

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: