ვახტანგ გომელაური: დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა
ის პირები , რომლებიც უწყებიდან ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას გაიტანენ მკაცრად დაისჯებიან. გაკცხადება ამის შესახებ შს-ს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" საუბარისას გააკეთა.
"რა თქმა უნდა, ვიქნები ძალიან პრინციპული, დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა, ვინც ისეთ ინფორმაციას გაიტანს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზარალებს. ჩვენ არ გვინდა, რომ კონკრეტულ პიროვნებაზე იყოს აგებული სამინისტრო, სისტემაზე უნდა იყოს აწყობილი სტრუქტურა", -განაცხადა გომელაურმა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მას რამდენიმე ხელმძღვანელი პირის შეცვლა მოუწია, თუმცა არა პოლიტიკური ნიშნით.
"ჩვენ მოგვიწია რამდენიმე ხელმძღვანელი პირის შეცვლა, მე არ ვამბობ, რომ ეს ხალხი მოწინააღმდეგე ბანაკზე მუშაობდა, ვთვლიდი, რომ ეს ადამიანები ამ თანამდებობაზე არ უნდა ყოფილიყვნენ, ვთვლიდი, რომ ვერ ამართლებდნენ დაკისრებულ მოვალეობას. ვაპირებ უმნიშვნელო ცვლილებებს ხელმძღვანელი პირების", - განაცხადა გომელაურმა.