რას ყვება ფირცხალავას ადვოკატი

რას ყვება ფირცხალავას ადვოკატი

ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის დავით ხაჟალიას ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე პროკურატურაში მისი სიდედრის სახლიდან გაიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, ის ირაკლი ფირცხალავას დილით 8 საათზე მაშინ ესაუბრა, როდესაც იფრცხალავა სამსახურში "სამართალდამცველთა ლიგაში" მიდიოდა.

ადვოკატის ინფორმაციით, ამის შემდეგ 9 საათისათვის მას ირაკლი ფირცხალავა კვლავ დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი სიდედრის სახლში გამომძიებლები მივიდნენ. 

ხაჟალიას თქმით, ფირცხალავას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასთან სახლში გამომძიებლები მივიდნენ, ოჯახის წევრებმა აცნობეს. ხაჯალია ყვება, რომ ამის შემდეგ ირაკლი ფირცხალავა სახლში დაბრუნდა და გამომძიებლებს გაჰყვა. 

ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონტაქტი არ ჰქონია. დავით ხაჟალია რამდენიმე წუთში პროკურატურაში მივა და ირაკლი ფირცხალავასთან შეხვედრას შეეცდება. 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: