ირმა ჭკადუა: უცნობია როდის მოხდება 2 მაისის სპეცოპერაციის საქმის ოფიციალურად გახსნილად გამოცხადება

ირმა ჭკადუა: უცნობია როდის მოხდება  2 მაისის სპეცოპერაციის საქმის ოფიციალურად გახსნილად გამოცხადება

ვაზაგაშვილების ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისთვის უცნობია მოხდა თუ არა ყველა იმ პირის დაკავება, ვის დასჯასაც გარდაცვალებამდე  იური ვაზაგაშვილი ითხოვდა. ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია როდის მოხდება სპეცოპერაციის საქმის ოფიციალურად გახსნილად გამოცხადება.


"არ მაქვს უფლება, რამე განსაკუთრებული განცხადება გავაკეთო ამასთან მიმართებაში. თუკი ვთქვათ, უჯახის მოთხოვნა არ  იყო, ეს იყო არასამთავრობოებისა და უფლებადამცველების განცხადება, რომ ტერაქტით დაკვალიფიცირებულიყო საქმე. სხვადასხვა პოლიტიკურმა ფიგურებმაც გააკეთეს მსგავსი განცხადებები. ყველა აღნიშნავდა, რომ  ეს იყო ტერაქტი და აქედან გამომდინარე, დადგა დღის წესრიგში. ტერაქტს აქვს თავისი მახასიათებლები და ნიშნები. თუკი გამოძიების ეტაპზე გამოიკვეთა აღნიშნული ნიშნების არსებობა, კვალიფიკაციის შეცვლა არ არის პრობლემა.

ბატონი იური ვაზაგაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ ძალიან მალე 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციის საქმე უნდა გახსნილიყო", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: