სააპელაციო სასამართლომ ბაჩო ახალაიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ბაჩო ახალაიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულ ბაჩო ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ახალაიას ადვოკატებმა სასამართლოს დისკების სახით გადასცეს ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ საქმეში არსებული ჩვენებების ავტორები აცხადებენ, რომ მათ ჩვენებები ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. თუმცა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ აღნიშნული მასალების დღევანდელ პროცესზე გათვალისწინებაზე უარი განაცხადა იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო პროცესი აღმკვეთი ღონისძიების შესახებ ტარდებოდა.

ამასთან, მოსამართლემ ადვოკატებს ურჩია აღნიშნული მასალები გამოძიებისთვის მიეწოდებინათ.

ბაჩო ახალაიას ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების გირაოთი ან თავდების ჩანაცვლებას ითხოვდნენ. პროკურატურა კი, რომელსაც წარმოადგენდნენ პროკურორები კობა ნოზაძე და გიორგი შაშიაშვილი, აცხადებდნენ, რომ ახალაიას მიმართ ახალი ბრალდება არსებობს და არ უნდა იყოს წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებული.


დღევანდელ სასამართლო პროცესს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები დაესწრნენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: