დემურ გიორხელიძე: ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არ იყო კოორდინირებული
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არ იყო კოორდინირებული, ამის შესახებ ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში ისაუბრა.
"ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არ იყო კოორდინირებული. ბოლო პერიოდში დასხდნენ და რაღაც მოილაპარაკეს, თუმცა, როცა ეროვნული ბანკი იძულებულია, გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა, ეს მოკლევადიანი პროცესია", - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.
"დღევანდელ სიტუაციაში, როცა მდგომარეობა გაურკვევლია, ბუნებრივია, იმპორტიორებმა, იმის გამო, რომ ლარმა სწრაფი ვარდნა დაიწყო, ფასები გაზარდეს. ძნელია, მათ უსაყვედურო ამის გამო, რადგან ის გაურკვეველ მდგმარეობაშია. ამ ყველაფრის ფონზე კი, სწორია, როცა მოსახლეობას ეშინია", - განაცხადა გიორხელიძემ.