ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს დერეფნებში თაგვები დარბიან

ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს დერეფნებში თაგვები დარბიან

უკვე დიდი ხანია ღიად საუბრობენ ქალაქის პირველ ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ მძიმე სანიტარულ მდგომარეობაზე.  ეს მაშინ, როცა ხილიანის ქუჩაზე მდებარე ბავშვთა პირველი ინფექციური საავადმყოფო ყოველდღიურად უამრავ პაციენტს იღებს.


სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახებისას, ექიმებს ბავშვი პირდაპირ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. მშობლები მუდამ უკმაყოფილებას გამოთქვამენ სანიტარული მდგომარეობის გამო.


"საავადმყოფოს დერეფანში თაგვები დარბიან, პალატაში თაგვის ნაჭამი ბალიში და თეთრეული შემომიტანეს. როგორ შეიძლება ასეთ პირობებში პაციენტების მკურნალობა, როცა ელემენტარული წყალი და ჰიგიენის საშუალებები არ არსებობს",-განაცხადა "ივერიონთან" საუბრისა ერთ-ერთმა აღშფოთებულმა  მშობელმა.


მსგავს პრობლემებზე საუბრობენ მშობლები. ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, მის შვილს სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის დროს ყურის ინფექცია კიდევ უფრო გაუმწვავდა.


აღნიშნულ პრობლემებზე ქალაქის პირველ ინფექციურ სავაადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: