ვახტანგ გომელაური: ირაკლი ღარიბაშვილი გადაწყვეტს, სად დაინიშნება ალექსანდრე ჭიკაიძე
საქართველოს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ალექსანდრე ჭიკაიძის სხვა თანამდებობაზე დანიშვნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადაწყვეტს. აღნიშნულზე გომელაურმა გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" ისაუბრა.
"პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს, სად დაინიშნება ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელსაც დიდ პატივს ვცემ", - განაცხადა გომელაურმა გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში.