დავით სერგეენკო საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) წარმომადგენლებს შეხვდა

დავით სერგეენკო საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)  წარმომადგენლებს შეხვდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)  წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა შრომის კუთხით საქართველოში არსებული მგდომარეობა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შრომის ინსპექციის სისტემის დანერგვას ქვეყანაში. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება სისტემის სრულფასოვნად ამოქმედება. პირველი ეტაპი ადამიანური რესურესები მობილიზებასა და მათ გადამზადებას დაეთმო, ამჟამად სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს.

"ILO"-ს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს ნებისმიერ საკითხში მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ საქართველოს მთავრობას შრომის სფეროში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: