შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს დებულება გასაჯაროვდა
უკვე წლებია საზოგადოება და ექსპრტები შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს ანტიკორუფციული სააგენტოს და სხვა დანაყოფების დებულებების გასაჯაროებას ითხოვენ, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი.
ვინაიდან, სამინისტროს პრიორიტეტია ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება - მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება სააგენტოს დებულება გასაჯაროვდეს. დებულება უკვე საჯაროა და გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში.