კოტე კუბლაშვილი: "პროცედურები, რომელიც ახლა მიმდინარეობს პრეზიდენტს ამის უფლება აქვს"

კოტე კუბლაშვილი: "პროცედურები, რომელიც ახლა მიმდინარეობს პრეზიდენტს ამის უფლება აქვს"

როგორც უზენაესი სსამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა განაცხადა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით ვადები შეზღუდული არ აქვს.

 

 კუბლაშვილს  არც ერთ კანდიდატურასტან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

 

"არც ერთ კანდიდატურაზე არ მინდა, რომ წინასწარ ჩემი კომენტარი გავაკეთო. ეს არც აქამდე გამიკეთებია. საბოლოოდ, ჯამში ეს ყველაფერი არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი. რა პროცედურებიც ახლა მიმდინარეობს, ამის უფლება პრეზიდენტს აქვს, თუმცა ასევე უფლება ჰქონდა, რომ ამის გარეშე თავად საკუთარი ადმინისტრაციის დახმარებით შეერჩია ერთ-ერთი კანდიდატი. ასე, რომ უნდა დაველოდოთ, ვადები განსაზღვრული არსად არ არის. მას შეუძლია დაასახელოს კანდიდატი როგორც ახლა, ასევე ერთი თვის შემდეგ, ან ორი თვის შემდეგ. ანუ არსად ეს ვადები არ წერია, თუმცა, ბუნებრივია, რომ უკეთესია დაასახელოს იმ დროს, როდესაც არ იქნება დიდი წყვეტა ჩემს უფლებამოსილებას და ახალი თავმჯდომარის უფლებამოსილებას შორის", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: