ნათია ფანჯიკიძე: "ირაკლის ვერ დაიჭერენ!"
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი გზით დაჭერის საშიშროება არ არსებობს.
"დამსახურების, წესიერებისა და სამართლის მიხედვით, ვერ და არ უნდა დაიჭირონ, მაგრამ, თუკი ამ ქვეყანაში ყველაფერს ხაზი გადაუსვეს და ისეთი თავნებობა იქნება - როგორც გვინდა, ისე მოვიქცევითო - მაშინ რა პრობლემაა, შენც რომ დაგიჭირონ, ირაკლიც და ტრიფონიც, თორემ სამართლებრივი თვალსაზრისით, ირაკლის ვერ დაიჭერენ!" - განაცხადა ნათია ფანჯიკიძემ.