კომპანია "სოკარი" პურის ქარხნებს ტარიფს არ გაუძვირებს
კომპანია "სოკარი" პურის ქარხნებს ტარიფს არ გაუძვირებს.
"ბუნებრივი გაზის იმპორტიდან გამომდინარე, აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების გამო, აუცილებელი გახდა ბუნებრივი გაზის საფასურის კორექტირება კომერციული სექტორის მომხმარებლებისთვის. მიმდინარე წლის 1 მარტიდან შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" ყველა კატეგორიის კომერციულ მომხმარებელზე, გარდა პურის ქარხნებისა, მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 90 თეთრის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.