საგარეო საქმეთა სამინისტო:აფხაზეთის რეგიონში ნებისმიერი ოფისის გახსნა ქართულ მხარესთან შეთანხმებული იქნება

საგარეო საქმეთა სამინისტო:აფხაზეთის რეგიონში ნებისმიერი ოფისის გახსნა ქართულ მხარესთან შეთანხმებული იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტო აფხაზეთში ევროკავშირის ოფისის შესაძლო გახსნის საკითხს ეხმიანება:

 "გავრცელებული ინფორმაცია და მისი კონტექსტი მოიცავს უზუსტობებს, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდება. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

 აქედან გამომდინარე აფხაზეთის რეგიონში ნებისმიერი ოფისის გახსნა, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ქართულ მხარესთან შეთანხმებული იქნება. რაც შეეხება კონკრეტული პროექტების განხორციელებას, აღნიშნული უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და მათი ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას",-აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: