ნიკოლოზ ვაჩეიშვილი: რეაბილიტირებული რაბათი ხელისუფლებას თავზე ენგრევა!

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი: რეაბილიტირებული რაბათი ხელისუფლებას თავზე ენგრევა!

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი რაბათში შექმნილ ვითარებას facebook-ის პირად გვერდზე ეხმიანება:


,,რაბათის პროექტი რომ იგეგმებოდა მე და ვანო მერაბიშვილი მუხლამდე ტალახში ვბორიალობდით ყველა კუთხე კუნჭული რომ გვენახა - რუსის ჯარის "გოსპიტლის" საზიზღარი ნამუსრევიდან დაწყებული ქვედა რაბათზე - ზედა ციხის სიმაგრეებით დამთავრებული. იმდენი ქნა - მთელი რეგიონის (და არა მარტო) განვითარება მიაბა ამ გრანდიოზულ პროექტს. რაბათის კი არა მთელი რეგიონის (და არა მარტო!) განვითარება იყო თვალნათლივი - მიზიდულობის ამხელა ძალით.

დღეს რაღა ხდება? თავზე ენგრევათ ამხელა ნაშრომი და რეგიონი კი არა - გაჭირვებული ორი კინკილა თანამშრომელიც ვერ შეუნახიათ სათანადოდ. მოდი და ნუ გადაირევი!

დღეს ისევ რაბათის თაობაზეა ატეხილი აჟიოტაჟი. მინდა ვთქვა, რომ აქ ყველაზე ნაკლებად დგას წმინდა "ძეგლთა დაცვითი" პრობელემები. მთავარი სისუსტე კომპლექსის მართვის ხარვეზი და ეკონომიკური პოტენციალის გამოუყენებლობაა. ცუდია, როდესაც გაქვს ასე მოწესრიგებული კომპლექსი თავისი ინფრასტრუქტურით და ვერ იყენებ მას შემოსავლები გაზრდის, დასაქმების, ზოგადად ეკონომიკური აქტივობისათვის. გამოდის ოქრო, რომელიც დაფლულია..." - წერს ნიკა ვაჩეიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: