"ჩეკების გათამაშება" აღარ გაგრძელდება

"ჩეკების გათამაშება" აღარ გაგრძელდება

12 ნოემბერს  საქართველოს ლატარიის კომპანიამ პროექტი "ჩეკების გათამაშება" შეწყვიტა.  როგორც "ივერიონისთვის" გახდა ცნობილი, პროექტის შეწყვეტის მიზეზი მწირი ფინანსური რესურსი და პროექტის არაეფექტურობაა.


შეგახსენებთ, რომ პროექტი "ჩეკების გათამაშება" 2012 წლის 18 აპრილს დაიწყო. მისი მიზანი ჩეკების ამორტყმის უზრუნველყოფის წამახალისებელი მექანიზმის შექმნა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა იყო. თუმცა პროექტს ეფექტი მხოლოდ პირველ ეტაპზე ჰქონდა.


საქართველოს მთავრობის #637 დადგენილებით, პროექტისთვის განისაზღვრა საპრიზო ფონდი, ხოლო დაფინანსება შემოსავლების სამსახურის საკუთარი შემოსავლებიდან ხორციელდებოდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: