ვახტანგ გომელაური: საქართველოში გარკვეულ ძალებს დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ
არ დავუშვებთ, ღმერთმა ნუ ქნას საქართველოშიც იგივე მოხდეს რაც უკრაინაში, განცხადება ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა.
"არის სხვადასხვა ინფორმაცია. სხვადასხვა ძალების მხრიდან რაღაც მცდელობებია, მაგრამ არ დავუშვებთ იმას, რაც მოხდა უკრაინაში. ღმერთმა დაგვიფაროს, საქართველოში იგივე განმეორდეს", - განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, ძალოვანი უწყების პირველი პირი ოპოზიციის იმ მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, "ნაციონალური მოძრაობა" შს მინისტრის პარლამენტში მისვლას გულისხმობს.
"როცა საჭირო იქნება, აუცილებლად მივალ. თუ კონკრეტული ინფორმაცია არ გვექნება, იდეების დონეზე საუბარი არ იქნება ნორმალური ჩვენი მხრიდან. როცა იქნება კონკრეტული ინფორმაცია, ვისაუბრებთ კიდეც და თუ საჭირო იქნება, სხვა ღონისძიებებსაც ჩავატარებთ", - განაცხადა გომელაურმა.