თინა ხიდაშელი: შვილებს თავი დაანებეთ მშიშარა ტურებო!
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი "თავისუფალი თაობის" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებასFACEOOK-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
"აი, შვილების სიების კეთება რომ მოიფიქრეს, მოიძიეს, გამოაქვეყნეს, გააშუქეს და ა.შ. ამ ამბის ავტორ-შემოქმედებს შვილები არ ჰყავთ, არც აპირებენ, რომ ჰყავდეთ, თუ გონიათ, რომ მათნაირი არამზადები ხვალ რომ ისევ იბოგინებენ აქ ქვეყანაში მათ შვილებს დაინდობენ წაქცეულზე წიხლის მიმყოლების რიგში ჩამდგარი უსუსურები... არ გავიგო ახლა, დეპუტატი ხარ და ასე არ უნდა წერდეო. შვილებს თავი დაანებეთ მშიშარა ტურებო.
მიშა როცა თეთრ ცხენზე იჯდა, მაშინ გაგებედათ, იქნებ დღეს ვინმეს მოესმინა კიდეც თქვენთვის"- წერს თინა ხიდაშელი