გია ვოლსკი: თუკი შს მინისტრი დესტაბილიზაციაზე საუბრობს მას ამის დამატებითი არგუმენტებიც გააჩნია
როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციის საკითხზე საუბრობს, სავარაუდოდ მას არგუმენტებიც გააჩნია, ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.
"ეს თემა ერთი პერიოდი მიძინებული იყო, ახლი ისევ გაიღვიძა. "ნაციონალების" ზოგიერთი ლიდერი არც მალავს, რომ მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა იყოს. სააკაშვილის განცხადება გაიხსენეთ, რომ ის ამბობდა, ვერ დაველოდები არჩევნებსო. თუკი შს მინისტრი ამ თემაზე ლაპარაკობს, ესე იგი მას დამატებითი არგუმენტებიც გააჩნია", - განაცხადა ვოლსკიმ.