ავიაბომბები, საარტილერიო ჭურვები და შეშინებული მოსახლეობა
მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის წევრი ორგანიზაციის ვეტერანთა კავშირის ხელმძღვანელმა მიხეილ გერგაულმა "ივერიონის" პრესკლუბში ვაზიანში მიმდინარე მდგომარეობაზე ისაუბრა.
"2013 წელს ანალოგიური ვითარება იყო ვაზიანში. თუმცა ის, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, საბრძოლო თვითმფრინავების მეშვეობით მოხდა ავიაბომბების და ჭურვების გამოცდა, რაც ძლიერ დეტონაციას იწვევდა, მოსახლეობა პანიკამ მოიცვა.
ვაზიანის მცხოვრებლები პრეტენზიებით მოდიან, რომ ზიანდება კორპუსები, რამდენჯერმე იყო ასევე სადარბაზოების ჩამონგრევის ფაქტიც. ესეთი უყურადღებობა სუფევს ვაზიანში, რომელსაც თავისი ეკონომიკური აღორძინების პროგრესი გააჩნია და ძალიან პერსპექტიული დანაყოფია.
ვაზიანის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს ვეტერანებს და მათ ოჯახებს. მოგეხსენებათ, ვაზიანში 134 ვეტერანთა ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან, ორგანიზაციას რაც შეეძლო ყველანაირად ეხმარებოდა, ეხლა უბრალოდ არ არის ამის საშუალება"-აცხადებს გერგაული.
გერგაულის განმარტებით, ასეთი მასშტაბის წვრთნები, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა აქამდე არ ყოფილა.
"ამ სახის წვრთნები, რომელიც 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ადრე არ ყოფილა. ასეთი წვრთნები იყო ორი წლის წინ , მაშინ მე თავად დავუკავშირდი თავდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც ცოტა გამოსწორდა მდგომარეობა. სავარაუდოდ, გამოცდილი იქნა ახალი იარაღი, რომელიც საქართველომ სამხედრო წარმოებაში მიიღო, ვაზიანი კი ამ ტიპის იარაღის გამოსაცდელი ადგილი არ არის",-აცხადებს მიხეილ გერგაული.