პარლამენტში "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვა დებატებით მიმდინარეობს

პარლამენტში "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვა  დებატებით მიმდინარეობს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის ზურაბ ტყემალაძის თქმით,  "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში მაუწყებელთა მხრიდან გამოთქმული შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებული და ასახულია.

საპარლამენტო ოპოზიცია პროექტის ამოქმედების ვადის გადაწევას 2016 წლამდე  ითხოვს და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციების პირობებში ტელევიზიები ფინანსური პრობლემების წინაშე დგებიან. ყურადღება "რუსთავი 2"-ზე გამახვილდა. 

ზურაბ ტყემალაძემ აქცენტი ევროდირექტივების შესრულების ვალდებულებაზე გააკეთა. მან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგელებს შეახსენა, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს - 2011 წელს დაიწყო, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება ევროდირექტივების შესრულებას განაგრძობს.

ტყემალაძემ აღნიშნა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს სამი შენიშვნა ჰქონდა, რომელთაგან ორი გათვალისწინებულია, ხოლო ერთი, რომელიც პროექტის 2016 წლის 15 იანვრიდან ამოქმედებას ეხება, გათვალისწინებული არ არის.

2017 წლის 15 იანვრიდან ახალი ამბების "ჭრა" განხორციელდება 30 წუთში ერთხელ, გარდამავალ პერიოდში კი დასაშვები იქნება სარეკლამო "ჭრა" 15 წუთში ერთხელ. "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ძალაში მიმდინარე წლის 1 აპრილიდან შევა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: