მიხეილ სააკაშვილი: უკრაინაში კონფლიქტის დასრულება ევროპისა და აშშ-ის ინტერესებშიც შედის
პიტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ვინაიდან მიხვდა, რომ შესაძლოა უკრაინაში ამერიკული იარაღი ჩამოვიდეს, ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "CNN"-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"უკრაინელები ითხოვენ არმიის შეიარაღებას, ვინაიდან ნათელია, რომ მათ თავს ესხმის რუსული არტილერია. ამიტომაც მათ სჭირდებათ ბომბდამშენი თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები. ვფიქრობ, დროა, ამერიკელებმა უკრაინელებს გადასცენ ეს რესურსი. მახსოვს ჰილარი კლინტონის სიტყვები, რომ უკრაინელები იმსახურებენ იარაღს, ვინაიდან ისინი რუსეთის ძალებს ებრძვიან", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასრულება თავად ევროპისა და აშშ-ის ინტერესებშიც შედის.