ლუკა კურტანიძე: მზად ვარ ვემსახურო ჩემს სამშობლოს!

ლუკა კურტანიძე: მზად ვარ ვემსახურო ჩემს სამშობლოს!

ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ლუკა კურტანიძე საქმიანობას, სავარაუდოდ, პარლამენტში გააგრძელებს.


კურტანიძე ადასტურებს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს და არ გამორიცხავს, რომ დაახლოებით ერთ თვეში შეუდგეს დეპუტატის საქმიანობას.

"გვაქვს კონსულტაციები და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას. სადაც დასჭირდება ლუკა კურტანიძე, მე მზად ვარ ვემსახურო ჩემს სამშობლოს. კონსულტაციებში შევაჯერებთ იმას, რომ, რაც შეიძლება, ნაყოფიერი იყოს ჩემი მუშაობა ამა თუ იმ თანამდებობაზე," - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან რამდენიმე თვის წინ გადადგა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: