მამუკა არეშიძე: კოალიცია ნებისმიერ საკითხზე უნდა თახნმდებოდეს, მათ შორის საკადრო ცვლილებებზეც

მამუკა არეშიძე: კოალიცია ნებისმიერ საკითხზე უნდა თახნმდებოდეს, მათ შორის საკადრო ცვლილებებზეც

ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან  დაკავშირებით "რესპუბლიკელებს"  ტონს ვერც  დავუწუნებ და ვერც მოვუწონებ, რადგან ფორმატი, რომელიც "კოალიციაშია არ არის კარგი, განცხადება ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში გააკეთა. 

 

"მე ასე მესმის - კოალიცია უნდა თანხმდებოდეს ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის საკადრო ცვლილებებზეც", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ..

 

"გვერდიდან ვუყურებ კოალიციაში მიმდინარე პროცესებს, მაგალითად იმას, რაც ხდება ახმეტაში. ასეთი  რამ არ უნდა ხდებოდეს. პოლიტსაბჭო რატომაა? იმიტომ, რომ შეთანხმდენ და მერე მიიღონ გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება კი, სავალდებულოდ გასათვალიწინებელი უნდა იყოს ნებისმიერი რაიონის დეპუტატისთვის. არ მესმის, რატომ არსებობს ხელმწიფის მიდგომა - "მე არ მინდა და მორჩა!"

 

ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, "რესპუბლიკელებს" ვერც მოვუწონებ და ვერც დავუწუნებ ტონს, რადგან ის ფორმატი, რაც კოალიციაშია, არ არის კარგი, დასახვეწია  და არ არის საზოგადეობრივ ასპარეზზე გამოსატანი. ჯერ შიგნით მოილაპარაკონ  და მერე ისაუბრონ ტელეკამერების წინაშე", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: