ირმა ნადირაშვილი: "ივანიშვილს "რუსთავი 2" ზვიგენის ხრტილივით აქვს ყელში გაჩხერილი"
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირმა ნადირაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს.
ამის გამოხატულებად კი ირმა ნადირაშვილს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტი მიაჩნია.
"ივანიშვილს "რუსთავი 2" ზვიგენის ხრტილივით აქვს ყელში გაჩხერილი. მისი აზრით, ყველაფერი ცუდად იმიტომ არის, რომ გაჭირვებას "რუსთავი 2" აჩვენებს. ეს კი არ არის პრობლემა, პრობლემაა ის არის, რომ მთავრობაა უუნარო, რომელიც არაფერს აკეთებს გაჭირვების აღმოსაფხვრელად. "რუსთავი 2" აჩვენებს იმას, რაც არის და ამ არხის გაჩერებით პრობლემები არ მოგვარდება," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.