გურამ გირგვლიანი: ამ ქვეყანაში სამართალს ვერ ვიპოვით!

გურამ გირგვლიანი: ამ ქვეყანაში სამართალს ვერ ვიპოვით!

 სამხილების მიხედვით, რომლებიც იური ვაზაგაშვილს ჰქონდა, სასამართლო პროცესი აუცილებლად დაიწყებოდა, ნათელი მოეფინებოდა ყველაფერს და სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები  დაისჯებოდნენ. ამის შესახებ  სანდრო გირგვლიანის მამამ გურამ გირგვლიანმა "საქართველო და მსოფლიოს" განუცხადა.

"ამიტომაც მოიშორეს ბატონი იური თავიდან, წმინდა წყლის ტერორისტული აქტი მოუწყვეს.

მახსოვს, როდესაც კორტებთან იურის ვაჟი მოუკლეს, ჩემი სანდროს ამბავიც ახალი მომხდარი იყო და იური და მისი მეუღლე ჩვენთან მოვიდნენ, ირინას ეკითხებოდნენ, როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთო. ახლაც თვალწინ მიდგას იურის თვალები... ირინამ უპასუხა, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და არ დავნებდეთო. და მართლაც, იური სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა, რა არ გააკეთა, მხარში ამოუდგა დღევანდელ ხელისუფლებას "ნაცრეჟიმის" დასამხობად იმ იმედით, რომ ჩვენი შვილების საქმე გაიხსნებოდა და მკვლელები დაისჯებოდნენ. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ამ ქვეყანაში სამართალს ვერ ვიპოვით,"- აცხადებს გურამ გირგვლიანი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: