იაშარ უსუპოვი: რაულს გზაშივე ჩაუსხდნენ,გათიშეს, მერე კი სადაც უნდოდათ იქ წაიყვანდნენ

იაშარ უსუპოვი: რაულს გზაშივე ჩაუსხდნენ,გათიშეს, მერე კი სადაც უნდოდათ იქ წაიყვანდნენ

"ჩემი აზრით, რაულს გზაშივე ჩაუსხდნენ მანქანაში, ყელზე რაღაც მოუჭირეს, გათიშეს, მერე კი სადაც უნდოდათ, იქ წაიყვანდნენ. ",ამის შესახებ რაულ უსუპოვის მამამ იაშარ უსუპოვმა "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.

 გარდაცვლილი რაულ უსუპოვის მამის განმარტებით, რომ მისი შვილი გათიშეს და "შხამი შეუყვანეს", რასაც მკერდის არეში არსებული ნაჩხვლეტები ადასტურებს.

"დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ მანქანა რაულის დაკეტილი არ იყო. როდესაც ის მანქანას თიშავდა, ჩართულ რადიოს და გარეთ აღმართულ ანტენას არასოდეს ტოვებდა, გამორიცხულია, რომ გაჩერებულ მანქანაში რადიო ჩართული დაეტოვებინა. გათიშულ მანქანაში ვიღაცამ რადიო ჩართული დატოვა, რაულის მანქანა სხვამ ჩაკეტა,"- აცხადებს უსუპოვი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: