პოლიტიკოსები, რომლებიც ჟვანიას მკვლელობას ესწრებოდნენ

პოლიტიკოსები,  რომლებიც  ჟვანიას მკვლელობას ესწრებოდნენ

გაზეთ "ალიას" ინფორმაციით,  ლაფანყურის სპეცოპერაციაში მონაწილე თეიმურაზ გვარაძე აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი თელავში მოკლეს.

 

 

მისივე თქმით, მკვლელობას 11 ადამიანი ესწრებოდა და აქედან 3 მათგანი დღესაც მინისტრიაო (საუბარია 2013 წელზე).

 

 

გამოცემა გვარაძეზე დაყრდნიბით საკუთარ ვერსიას აყალიბებს.

 

 

"ახლა ვნახოთ, თეიმურაზ გვარაძის მიერ ნახსენები 11 კაციდან, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო თელავში სააკაშვილის გვერდით, როცა ჟვანია და უსუპოვი მოკლეს. ცხადია, სააკაშვილის იმჟამინდელი უახლოესი გარემოცვის წევრები უნდა გავიხსენოთ.

 

 

ქართულ და უცხოურ მედიაშიც არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობისას სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ გიორგი ბარამიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი. ამ თავყრილობას დასწრებოდა ლევან ვარშალომიძე, რომელიც იმ დროს უკვე აჭარის პირველკაცი იყო.

 

 

მით უფრო, თუ გავიხსენებთ, რომ ჟვანიას მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ბათუმის ნავთობტერმინალის პრივატიზება სახელდება. სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი იყო დავით კეზერაშვილი, სააკაშვილი ყველა ფინანსური საკითხის განხილვისას ისწრებდა მას, ამდენად, შესაძლოა, ისიც ესწრებოდა ამ შეხვედრას.

 

 

2004-2006 წლებში თემურ ალასანია ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, მას ყველაზე მეტი მიზეზი ჰქონდა ჟვანიას მოსაშორებლად და ეს ზემოთ მოგახსენეთ. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ამ შეკრებას თემურ ალასანიაც ესწრებოდა.

 

 

მართალია, კახა ბენდუქიძე ზურაბ ჟვანიას უშუალო მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში და დასთანხმდა ეკონომიკის მინისტრობას, მაგრამ ამბობენ, რომ მათი გზები ძალიან მალე გადაიკვეთა, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ბენდუქიძე სააკაშვილის ბანაკში გადაბარგდა. ბენდუქიძე მომხრე იყო, ყველა სტრატეგიული ობიექტი გაეყიდათ, რასაც ჟვანია ეწინააღმდეგებოდა", - წერს გამოცემა.

 

 

"ალიას" ინფორმაციით, თუ გავიხსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიამ თემურ ალასანიას თბილისის აეროპორტისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების უტენდეროდ პრივატიზაცია დაუბლოკა, ლოგიკურად, ალასანიას მეკავშირედ ბენდუქიძე შეგვიძლია განვიხილოთ, რადგან "ველურ პრივატიზაციას", ყველა სტრატეგიული ობიექტის გაყიდვას, სწორედ ის უჭერდა მხარს.

 

 

"აქ ისიც გავიხსენოთ, რომ შემდგომში, თბილისის აეროპორტის პრივატიზაციის საქმეში, ბენდუქიძე მართლა თავიდან ფეხებამდე იყო ჩართული და თან დაინტერესებული, რომ ტენდერი თურქულ "ტავი და ურბანს" მოეგო. ამის დამადასტურებელი არაერთი პუბლიკაცია არსებობს. ამ კომპანიის ერთ-ერთ ლობისტად კი, სწორედ თემურ ალასანია სახელდებოდა. ამ სიას დავამატოთ თავად მიხეილ სააკაშვილი და 10 კაცი გამოდის, ვინც შესაძლოა, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის მკვლელობას ესწრებოდნენ", - წერს გამოცემა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: