თინა ხიდაშელი: ყოჩაღ სერგო, შენ "ნაციონალური" რეალური სახე გამოაჩინე

თინა ხიდაშელი: ყოჩაღ სერგო, შენ  "ნაციონალური" რეალური სახე გამოაჩინე

გადაცემა "რეაქციის" ეთერში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა თინა ხიდაშელსა და სერგო რატიანს შორის.

ხიდაშელის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების განცხადებები პოლიტიკურ დევნაზე ლოგიკურია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ უნდა აღიარონ ის დანაშაულები, რომელიც 9 წლიანი მმართველობისას ჩაიდინეს.

რატიანმა თინა ხიდაშელი ცილისწამებაში დაადანაშაულა და 2012 წელს ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე შეახსენა. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ არის დაინტერესებული გახსნას გახმაურებული საქმეები და ამ საქმეებს პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებს.

თინა ხიდაშელმა რატიანს გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილისა და ასევე,ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი შეახსენა, რაზეც რატიანმა ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტის გამოუძიებლობა ,,წამოაძახა".


"ყოჩაღ სერგო, შენ გამოაჩინე "ნაციონალური" რეალური სახე. გილოცავ, რომ ჩვენ უუნაროები ვართ: ისე ვერ ვცემთ წიკლაურს, როგორც თქვენ ცემეთ გელაშვილი" - უპასუხა რატიანის რეპლიკას ხიდაშელმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: