ნიკოლოზ რურუა: სამართლიანობის აღდგენა იდიოტური დაპირება იყო

ნიკოლოზ რურუა: სამართლიანობის აღდგენა იდიოტური დაპირება იყო

"სამართლიანობის აღდგენა თავიდანვე იდიოტური დაპირება იყო,სამართლიანობის დამდგენი კრიტერიუმი ბუნებაში არ არსებობს, ის ფინალამდე მისვლას გამორიცხავს ". რატომ მიიჩნევს სამართლიანობის აღდგენას "იდიოტურ დაპირებად" და რას უკავშირებს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ყოფილი მაღალჩინოსნების  დაკავებას  აღნიშნულთან დაკავშირებით  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი  ნიკოლოზ რურუა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს. 

- "ქართული ოცნება" დესტრუქციულ პოლიტიკას ატარებს და საზოგადოებაში მხოლოდ სიძულვილის გაღვივებას ცდილობს - ხელისუფლებას უნდა, რომ ადამიანები მონურ მორჩილებაში ამყოფოს და ხალხი რეპრესიების საშუალებით მართოს. ბიძინა ივანიშვილი ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაციებს კომპრომატების გამოქვეყნებითაც დაემუქრა, მსგავსი განცხადებები კი, პირველ რიგში, ქვეყნის იმიჯს აზიანებს და დემოკრატიულობის განვითარებას ხელს უშლის", განაცხადა რურუამ.
როგორც რურუამ აღნიშნა,  ჟვანია არ მოუკლავთ და ამაზე საუბარი უნამუსობაა.

- მე არ ვიქნები პირველი, ვინც ამას იტყვის. ზურაბ ჟვანია ჩემი მეგობარიც იყო და რაზეც ვილაპარაკე, ყველა დეტალი გამოძიების მასალებში დევს. ზურაბ ჟვანია არ მოუკლავთ და ამაზე ლაპარაკი უნამუსობაა. მკვლელობა საძებნელი ბარბარე რაფალიანცისა და ეროსი კიწმარიშვილის საქმეებში იყო, რასაც პროკურატურა დღემდე ვერ იძიებს. სამართლიანობის აღდგენა თავიდანვე იდიოტური დაპირება იყო. ეს სრულიად შეუსრულებელი დაპირებაა, რომელიც შინაარსშიც საფრთხეს შეიცავს - სამართლიანობის დამდგენი კრიტერიუმი ბუნებაში არ არსებობს, ის ფინალამდე მისვლას გამორიცხავს, რადგან ყოველთვის გამოჩნდება გაბრაზებული და შურისმაძიებელი ადამიანი, ამიტომ ხელისუფლებამ სამართალი და  კანონი უნდა
დაიცვას!



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: