"სახალხო პარტია" ტაქსების ლიცენზირების საკითხს მხარს უჭერს

"სახალხო პარტია" ტაქსების ლიცენზირების საკითხს მხარს უჭერს

"სახალხო პარტია" ტაქსების ლიცენზირების საკითხს მხარს უჭერს და აცხადებს, რომ მზად არის ამ საკითხის გარშემო დედაქალაქის მერიასთან აქტიურად ითანამშრომლოს

"სახალხო პარტია" ერთადერთი საარჩევნო სუბიექტი იყო 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ვინც მოსახლეობას ამ პრობლემის დარეგულირების გეგმა შესთავაზა.

"სახალხო პარტიის" წინასაარჩევნო პროგრამის მე- 9 პუნქტით გათვალისწინებული იყო ე.წ. "ტაქსაობის" საკითხის დარეგულირება" და "ტაქსისტის უფასო ჟეტონის" შემოღება.

მოვუწოდებთ ქ. თბილისი მთავრობასა საკრებულოს, რომ გადადგას ენერგიული, გათვლილი და დღევანდელ ვითარებაზე მორგებული ნაბიჯები ამ მიმართულებით, ნუ შემოიფარგლება ნახევარ ზომებით, სერიოზულად დაამუშაოს საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანოს მოქალაქეთა სამჯავროზე, რათა არ მისცემს საშუალება მავანს ეს საკითხი გამოიყენოს მორიგ საზოგადოებრივი დაპირისპირების ინსპირაციისათვის. "სახალხო პარტიას" აღნიშნული თემატიკა საფუძვლიანად აქვს შესწავლილი და დამუშავებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინებით. გამოვხატავთ მზაობას აქტიურად ჩავერთოთ მუშა პროცესში"- აცხადებენ პარტიაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: