რატომ ითხოვს სპეცდანიშნულების რაზმი გომელაურთან შეხვედრას?

რატომ ითხოვს სპეცდანიშნულების რაზმი გომელაურთან შეხვედრას?

„ზონა ნუსი"–ს ინფორმაციით ბოლო რამდენიმე დღეა შსს სპეცდანიშნულების რაზმში დიდი დაძაბულობაა. როგორც გამოცემა იტყობინება, სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედმა წევრებმა მას შემდეგ, რაც ე.წ. კორტების საქმეზე მათი თანამებრძოლები დააკავეს დღეიდან ყველა სპეცღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.  მათივე წყაროს ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ თუმცა უშედეგოდ. 

"სხვა დამატებითი დეტალები ამდროისთვის უცნობია და გავრცელებულ ინფორმაციაძე გომელაურის უწყება ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებს და არც არანაირ განცხადებას ავრცელებს"- წერს გამოცემა. 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: