გიორგი თევზაძე: რუსული კომპანიების შემოსვლით საქართველოს კანონი ირღვევა

გიორგი თევზაძე:  რუსული კომპანიების შემოსვლით  საქართველოს კანონი ირღვევა

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ  ბოლო პერიოდში საქართველოში ბიზნეს ინტრესებისა და ინვესტიციის დასაბანდებლად გააქტიურდა რუსეთში მოღვაწე ზოგიერთი ბიზნეს-კომპანია როლებსაც ამასთანავე თავიანთი ბიზნეს ინტერესები აქვთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სადაც მათი წარმომადგენლებიც აქტიურად საქმიანობენ. "როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ჩართულია კონსულტაციებში რუსეთში მოღვაწე იმ ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლებთან რომლებმაც თავიანთი საქმიანობით დაარღვიეს, საქართველოს კანონი " ოკუპირებული ტერიტორიების " შესახებ, როგორც ჩანს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მესვეურებს ნაკლებად აინტერესებთ და ითვალისწინებენ საქართველოს კანონს " ოკუპირებული ტერიტორიების " შესახებ, რაც თავისთავად მიუთითებს იმაზეც რომ აღნიშნული მიდგომა ალბათ წარმოადგენს ხელისუფლების ერთიან მიდგომასაც , ყველასათვის გასაგებია, რომ ქვეყანაში ეკონომიური გაუმჯობესების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია შემოვიდეს ინვესტიციები, მაგრამ ამასთანავე პირველყოვლისა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს საქართველოს კანონს და დავიცვათ იგი სრულად, აქედან გამომდინარე შემუშავებული უნდა იყოს შესაბამისი ადეკვარტური გადაწყვეტილებები და მიდგომები ხელისუფლების მხრიდან ,არც იმაზე შეიძლება წაყრუება თუ როგორც ცდილობს საქართველოს მიმართ ოკუპანტი სახელმწიფო რუსეთი , ფეხი მოიკიდოს საქართველოში ეკონომიურად და ხელში ჩაიგდოს მნიშვნელოვანი ეკონომიური ბერკეტები, ეს ექნება კერძო ბიზნეს-კომპანიების მეშვეობით წილების შეძენით თუ სხვა ფორმით... რომელსაც შემდგომ ისევ საქართველოს მანიპულარიზაციისათვის გამოიყენებს, მითუმეტეს იმ დროს როცა თითქმის ყოველდღე რუსეთი ახორციელებს საქართველოს მიმართ მცოცავ ანექსიას და ოკუპაციას, როცა მათი საუკუპაციო ჯარის ნაწილები უკანონოთ განთავსებულნი არიან რუსეთის მიერ რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამაჩაბლოში და აფხაზეთში რომლებიც საუკუპაციო ზოლის აქეთ გადმოდიან და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიიდან და იტაცებენ ეთნიკურად ქართველ მოქალაქეებს, და ასევე აგრძელებენ ჰეტრობით ქართული ტერიტორიების მიტაცებას რითაც აფართოებენ თითქმის ყოველდღიურად საუკუპაციო ზოლს, რაზეც საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო ინსტიტუტეების მხრიდან შესაბამისი ადეკვატური რეაქცია მნიშვნელოვანია"-აცხადებს გიორგი თევზაძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: