გაგი მოსიაშვილი: საგამოძიებო გუნდმა შეძლო ის, რომ აღმსრულებელი დააკავა

გაგი მოსიაშვილი: საგამოძიებო გუნდმა შეძლო ის, რომ აღმსრულებელი დააკავა

პირადი შურისძიება გია სოსანაშვილის მხრიდან იური ვაზაგაშვილის მიმართ ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გამორიცხულია, განცხადება ამის შესახებ იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა გააკეთა.


"პირადი შურისძიება ამ პიროვნების მხრიდან იური ვაზაგაშვილის მიმართ ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გამორიცხულია. სხვა დანარჩენ კითხვაზე პასუხს ალბათ გამოძიება გასცემს. დამკვეთიც, შემსრულებელიც, აღმსრულებელიც და ორგანიზატორიც არიან დანაშაულის ჩამდენი პირები. დღეის მდგომარეობით, საგამოძიებო გუნდმა შეძლო ის, რომ აღმსრულებელი დააკავა, ხოლო სხვა დანარჩენ პირებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა გამოძიების ეფექტურობის იმედი მაქვს",  - განაცხადა  ადვოკატმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: