საქალაქო სასამართლომ გია სოსანაშვილს პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა სასამართლოსთვის მიმართული შუამდგომლობით, სოსანაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.
თავად სოსანაშვილი აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია და მას მკვლელობა არ ჩაუდენია.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით.