თამუნა ქუთათელაძე: პროკურატურამ ყველა საქმეს მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციოს
"წალკის პოლიცია კარგა ხნის წინ იყო შესამოწმებელი- წერს საკუთარი "ფეისბუქის" გვერძე ადვოკატი თამუნა ქუთათელაძე. ამ სტატუსით ადვოკატი გია სოსანაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
"ნაცემია წალკის საკრებლოს წევრი იურა მოდებაძე .საქმე თაროზეა შემოდებული,ზაურ ფუტკარაძეა ნაცემი-საქმე თაროზეა შემოდებული,გიორგი აბულაძეს ნარკოტიკი ჩაუდეს ამავე რეგიონის პოლიციელებმა -სამართლდება უკანონოდ და კიდევ ბევრი კანონდაღვევები რაზეც ვსაუბრობდი ჩემს პრესკონფერენციებში - ყურადღება ნული. აუცილებელი არ არის მაინც და მაინც გახმაურებული საქმეს იძიებდეს პროკურატურა ,რიგით პირებსაც უნდა მიეცეს მაქსიმალური ყურადღება"-წერს ქუთათელაძე.