STOP - სანიკიძე!

STOP - სანიკიძე!

“ივერიონი“ აქტიურად აშუქებს განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს, შეძლებისდაგვარად აშიშვლებს სისტემაში  არსებულ ხარვეზებს და ცდილობს ხელისუფლების და საზოგადოების ყურადღება აღნიშნულ პრობლემებზე გაამახვილოს.


მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ  116-ე საჯარო სკოლის დირექტორი დიმიტრი მეჭურჭლიშვილი და ამავე სკოლის ისტორიის პედაგოგი დავით ფერაძე განათლების სამინისტროს მუდმივი წნეხისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, მათ მხარდასაჭერად ამავე სკოლის მოსწავლეები გამოვიდნენ და უკვე აქტიურად ჩაებნენ გამწვავებულ პროცესებში.


მათ განათლების სამინისტროს და მინისტრ თამარ სანიკიძის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო სლოგანი “სანიკიძე, სტოპ!“  შექმნეს და თავიანთ ფეისბუკგვერდზე გაავრცელეს.


მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები სისხლხორცეულია, მიგვაჩნია: მოსწავლეების ჩართვა საპროტესტო აქციებში მიზანშეწონილი არ არის - ალბათ უფრო უპრიანი იქნებოდა საპროტესტო მუხტი სხვა სიბრტყეზე გადაეტანათ და ამით მიეპყროთ „ძლიერთა ამა ქვეყნისანთა“ ყურადღება!!!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: