საკრებულოს სარევიზიო კომისია კრწანისის ყოფილი გამგებლის საქმიანობის შემოწმების მასალებს გაეცნობა
საკრებულოს სარევიზიო კომისია კრწანისის გამგეობაში ჩატარებული ფინანსური შემოწმების მასალებს განიხილავს. აღნიშნულთან დაკავსირებით გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ კომისიის თავმჯდომარემ, მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სამსახურს გადაუგზავნა.
"სარევიზიო კომისიის დებულებიდან მინიმუმ 3 პუნქტია დარღვეული. ეს არის იმ ტრადიციის გაგრძელება რაც შიხიაშვილმა დაამკვიდრა. არ არის განხილული ის საპასუხო დოკუმენტაცია, რაც ბერძენიშვილმა გადმოაგზავნა და რაც აბათილებს სარევიზიო კომისიის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს. ეს დოკუმენტი უნდა იყოს განხილული და ობიექტური განხილვის პირობებში სარევიზიო კომისიის დოკუმენტის არა თუ გაგზავნა, არამედ სარეკომენდაციოც არაფერი არ ჩანს," - აცხადებს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა- თბილისის" წევრი, თემურ გრიგალაშვილი.