პლაგიატი სამინისტრო და გულდაწყვეტილი შაშკინი
"ძალიან სასაცილო და ნამდვილი ამბავი განათლების სამინისტროს ამჟამინდელი სამწუხარო რეალობიდან"-წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი შაშკინი.
"3 თვის წინ ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში დარეკა ტელეფონმა:
-გამარჯობა,
-გამარჯობა, მე გაწუხებთ განათლების სამინისტროდან პრ დეპარტამენტიდან. ჩვენ ვიწყებთ ახალ, ძალიან მაგარ პროგრამას და გვჭირდება სარეკლამო რგოლის მომზადება.
-ძალიან კარგია, ჩვენ დაგვჭირდება პროგრამის შესახებ ინფორმაცია…
-ამაზე არ შეწუხდეთ, თქვენ ამ პროგრამაზე შაშკინის დროს გაქვთ უკვე გაკეთებული სარეკლამო რგოლი, ამიტომ წელი კლიპში არის მარტო შესაცვლელი. ნამდვილი ამბავია 100%–ით",- წერს შაშკინი.