რევაზ ნადოი:ლევან ჩაჩუამ ფაქტობრივად აღიარა, რომ დაკისრებული მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა

რევაზ ნადოი:ლევან ჩაჩუამ ფაქტობრივად აღიარა, რომ დაკისრებული მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა

დღევანდელ ჩვენებაში ბრალდებულმა ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ ფაქტობრივად აღიარა, რომ  ექსპერტიზის დროს პრიორიტეტი ბიომასალის დალუქვას მიანიჭა და არა უშუალოდ გვამის დათვალიერებას, განცხადება ამის შესახებ  პროკურორმა რევაზ ნადოიმ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტის ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.


"ეს ასახულია ვიდეომასალაზეც, ექსპერტის პირდაპირი მოვალეობაა, იმუშაოს გვამებთან და გამოიკვლიოს თითოეული დაზიანება. ჩაჩუამ ბევრი ისაუბრა, თუ როგორ წარმატებულად და ჯეროვნად შეასრულა თავისი მოვალეობები, თუმცა მარტივ კითხვაზე გასცა შემდეგი პასუხი, რაც მიმაჩნია აღიარებად. კერძოდ მან თქვა, რომ პიროვნულად მეტი პრიორიტეტი მიანიჭა ბიომასალის დალუქვას და არა უშუალოდ გვამების დათვალიერებას", - განაცხადა რეზო ნადოიმ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: